ცრემლებს მოვიწმენდ, რკინის ქალამნებს ჩავიცვამ და ვივლი, სანამ ჩვენს შვილებს არ დავიბრუნებთ - სინდისის პატიმრის დედა
თბილისში პროტესტის რამდენიმე ეპიცენტრია. ერთ-ერთი მსვლელობა მარაჯნიშვილის მეტროს ტერიტორიიდან დაიწყო. აქციის მონაწილეებს გიგანტური ბანერი უკავიათ, სადაც ყველა უკანონოდ დაკავებული ადამიანის სახელი და გვარია დატანილი.
მსვლელობას მოუყვება სინდისის პატიმრის, გიორგი მინდაძის დედაც, რომელიც ამბობს, რომ მანამდე იდგეაბა ქუჩაში, სანამ მისი შვილი მასთან არ იქნება და სანამ ყველა უკანონოდ დაპატიმრებული პირი არ გათავისუფლდება.
ხმამაღლა მინდა დავიყვირო, ჩემი შვილი მინდა ჩემთან! ყველა დედას უნდა თავისი შვილი თავისთან. ერთი თხოვნა ყველასთან, რომ შეგვისრულონ, უკვე გაუსაძლისია. ნუთუ არავის ჰყავს შვილი, ნუთუ არავის ჰყავს დედა? რა შეგრძნებაა ნუთუ არავინ იცის? ჩემი შვილი არასდროს არ მყოლია ამრტო, 2 დღეც არ გაუთენებია მარტო, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ამ ცრემლებს გავიწმინდავ, რკინის ქალამნებს ჩავიცვამ და ვივლი სანამ ჩვენს შვილებს არ დავიბრუნებთ, - ამბობს სინდისის პატიმრის დედა.