"არ გვეშინია! ვიბრძოლებთ ბოლომდე!" - კიდევ ერთი მარში თსუ-დან დაიძრა

31.01.25 20:50
"არ გვეშინია! ვიბრძოლებთ ბოლომდე!" - კიდევ ერთი მარში თსუ-დან დაიძრა

"ოლიგარქი დიქტატორი ციხეებს აშენებს, სტუდენტები მის დასანგრევად იბრძვიან"! - ამ სლოგანით მსვლელობა დაიწყო სახელმწიფო უნივერსიტეტიდანაც. ხალხის სათქმელი ყველგან ერთია - უარი თქვას რეჟიმმა რეპრესიებზე, რომელსაც უკვე უამრავი მსხვერპლი ჰყავს და ციხის კარი გაუხსნან ყველას, ვინც გამოგონილი და აბსურდული ბრალით იქ გამოკეტეს. 

მოქალაქეები პირდაპირ ამბობენ, რომ არ გაჩერდებიან, ვიდრე მათი მოთოხვნები არ შესრულდება.

შევიკარით დედები და ღმერთს მადლობა, რომ ყველა დედა არის ძლიერი. არცერთი დედა გაჩერებას არ აპირებს. „არა“, - თქვეს, რა გვინდა ჩვენს სახლში, როცა იქ ჩემი შვილი არ დაგვხდებაო“. არაფრის მეშნია, ბოლომდე ვიბრძოლებთ, ყველა ამბობს, რომ სახლში არ გავჩერედებით, - ამბობს ზვიად ცეცხლაძის დედა.  

მოქალაქეებს საპროტესტო ფლაერები დაურიგეს "ფედერალისტებმა", რომელზეც მზია ამაღლობელია გამოსახული. 

ჩვენ არ გავქვს იმის იმედი, რომ ხელისუფლება ჰუმანურობას ან გონვრულობას გამოიჩენს და გაათავისუფლებს ამ პატიმრებს. მე ქართველი ხალხის და მისი ძალის იმედი მაქვს, თუ   ძალას ვაჩვენებთ და გარდაუვალ მარცხს გაიაზრებს ხელისუფლება, ჩვენ შევძლებთ პატიმრების გამოხსნას, - ამბობს თამარ ჩერგოლეიშვილი. 

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.