"მხნეობა არ დაკარგო, ძალიან მიყვარხარ" - ანრი კვარაცხელია ცოლის მიმართვა სინდისის პატიმარს (ვიდეო)
"მხნეობა არ დაკარგო, ძალიან მიყვარხარ" -ასე მიმართა ანრი კვარაცხელიას ცოლმა სინდისის პატიმარს "ტვ პირველის " პირდაპირი ეთერიდან.
რეჟიმის ტყვის მეუღლემ, რომელსაც ორსულობა სტრესის გამო შეუწყდა, ახლაც ქუჩაში დგას და მისი ქმრის და ყველა დაკავებული პოლტიპატიმრის გათავისუფლებას ითხოვს.
უსამართლოები არიან, რადგან არანაირი მტკიცებულება არ აქვს ჩემი მეუღლის მიმართ. ჩემი ქმრის სახლიდან გაყვანა ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ მოხდა. ანრის ვეტყოდი, რომ მნეობა არ დაკარგოს და ძალიან მიყვარს", - ამბობს ანრი კვარაცხელიას ცოლი.
25 წლის ანზორ (ანრი) კვარაცხელია 5 დეკემბერს, საკუთარ სახლში დააკავეს. მას რეჟიმი ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის გდდ-ს თანამშრომლისთვის სროლას ედავება.
ახალგაზრდას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.