"მითხრეს, რომ კონკრეტულ ნივთს ეძებენ" - ნიკოლოზ ლაცაბიძის სახლში ჩხრეკა გრძელდება

31.01.25 21:19
"მითხრეს, რომ კონკრეტულ ნივთს ეძებენ" - ნიკოლოზ ლაცაბიძის სახლში ჩხრეკა გრძელდება

 

 

 

ნიკოლოზ ლაცაბიძის სახლში ჩხრეკა გრძელდება - როგორც აქტივისტის მამა "პირველებთან" ამბობს, სამართალდამცველებმა მას განუცხადეს, რომ "კონკრეტულ ნივთს ეძებენ, თუმცა რას, ეს არ დაუკონკრეტებიათ. 

ჩუმად იყავიო გვეუბნებიან, არაფერს არ ამბობენ. კონკრეტულ ნივთს ეძებენ, თუ ის ნივთი აღმოჩნდა აქ, წავიღებთო, მაგრამ რას ეძებენ არ უთქვამთ", - ამბობს მამა. 

ადგილზე ახლახანს მივიდა ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი, მას თავდაპირველად ეზოში არ უშვებდნენ, თუმცა საბოლოოდ უფლებადამცველს უფლება მისცეს, რომ შესულიყო. სავარაუდოდ, ადვოკატი ჩხრეკას უკვე ესწრება. 

  • გომელაურის უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდებას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, გამოძიება უკავშირდება თბილისის რამდენიმე ადგილზე, მათ შორის მეტროსადგურებში გამოჩენილ წარწერებს - „მოკალი ქოცი“.

ჩხრეკა დასრულებულია დავით ფუთურიძის სახლში - როგორც აქტივისტი "პირველებთან" ამბობს, რომ მისი საცხოვრებელი სახლიდან ფეიერვერკი და ტანისამოსი ამოიღეს, რომელიც მას 28 იანვარს ეცვა. 

მსგავსი სიახლეები