პროტესტია ბათუმშიც - პოლიცია მოქალაქეებს გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევს

31.01.25 21:18
პროტესტია ბათუმშიც - პოლიცია მოქალაქეებს გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევს

პროტესტია თბილისში და რეგიონებშიც. ბათუმის ქუჩები ისევ ხალხმა დაიკავა. "თავისუფლება მზიას და თავისუფლება ყველა სინდისის პატიმარს!" - ითხოვენ მოქალაქეები, რომლებიც ვერც რეჟიმის პოლიციის ძალადობამ და ვერც რეპრესიებმა შეაშინა.

მოქალაქეებმა პროტესტის ეპიცენტრში პერფორმანსიც მოაწყვეს. ისინი ზებრა გადასასვლელზე უწყვეტად დადიან და ამ ხერხით გზას კეტავენ. პერფორმანსი მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილზე პოლიციელები მივიდნენ და სავალი გზის გახსნა მოსთხოვეს. 

პროტესტის ეპიცენტრში ისევ გაშლილია კარვებიც. 

ორი ღამე გავათენეთ, დღესაც ვაპირებთ დავრჩეთ  სანამ ჩვენი მოთხოვნა ამ კარვებთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდება. რაც შეეხება მოთხოვნას, მოთხოვნაა მზია ამაღლობელის სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლების დაცვა ანუ სახელმწიფომ უნდა გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში ან აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა შეუცვალონ სხვა ღონისძიებით, გაათავისუფლონ პატიმრობიდან, - ამბობს აქციის მონაწილე. 

რა ხდება ბათუმში ნახეთ ნატო გოგელიას ჩართვაში.