ყველას ვერ გაათავისუფლებთ! - ირაკლი შაიშმელაშვილის პასუხი "ოცნების" რეჟიმს

31.01.25 21:39
ყველას ვერ გაათავისუფლებთ! - ირაკლი შაიშმელაშვილის პასუხი "ოცნების" რეჟიმს

ირაკლი შაიშმელაშვილს რეჟიმმა მხილება ვერ აპატია და მისი ოჯახის წინააღმდეგ რეპრესიები დაიწყო - შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსის ძმა, ბახვა შაიშმელაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ყველას ვერ გაათავისუფლებთ! ყველას ვერ დააშინებთ, ყველას ვერ გააჩუმებთ, მდაბიო პოლიტიკა გაქვთ - ეუბნება რეჟიმს ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელმაც სისტემა ქვეყნის დატოვებამდე "შაბათის ეთერთან" ამხილა. 

ბახვა შაიშმელაშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ვიდეო ოპერატორის და მემონტაჟის პოზიციაზე მუშაობდა.