ჩხრეკა ირაკლი ლაცაბიძის სახლში - აქტივისტის პირველი კომენტარი
ნიკოლოზ ლაცაბიძის სახლში ჩხრეკა სრულდება - აქტივისტი "პირველებთან" ამბობს, რომ არანაირი წარწერა არ გაუკეთებია და არც კანონსაწინააღმდეგო ქმედება ჩაუდენია.
ლაცაბიძის თქმით, სამართალდაცმველებმა მისი პირადი ნივთები დაიტოვეს, ის რაც აქციაზე დააქვს.
ჩხრეკას ატარებენ. ეძებენ ფეხსაცმელს, ქუდს და სფრეი ფეის- შესასხმელ სარებავს. მიზეზი როგორც მითხრეს, პროპაგანდის და აგრესიისკენ მოწოდება ხალხის. ასევე როგორც მითხრეს, მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტის კედელზე დაწერილ წარწერებს მედავებიან. არაფერი არ გამიკეთებია და ვერ მივხდი, რას მედავებიან. ერთი შემიძლია ვთქვა ფეიერვერკზე, რომ გამოყენებული ნამდვილად არ ყოფილა არალეგალურად. 28-ში კი მე ვიყავი დათო ფუთურიძესთან მისული და დავრჩი, ალბათ, მაგიტომ გევდავებიან ჩვენ ორივეს. არადა,რ ეალურად ვიდეოთამაშები ვითამაშეთ. ეცადნენ, გამოეტყუათ, რომ, რაიმე დანაშაული ჩავიდინე. მამაჩემია მხატვარი და საღებავები გვაქვს, რა თქმა უნდა, ნახეს. ჩემი პირადი ნივთები, რომელიც ჩანთაში მქონდა, ერთი ეს არის ტელეფონი, ხელთათმანი, ორი ცალი რესპიორატორი, წყლის სათვალე, საყვირე - აქციებისთვის მჭირდებ და დამაქვს, ამათი ტარების უფლება ყველას გვაქვს, კანონსაწინააღმდეგო ნივთები არ არის. ეგენი დაიტოვეს, კიდევ ერთი ცალი ბალაქლავა დაიტოვეს", - ამბობს ლაცაბიძე.
- გომელაურის უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდებას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, გამოძიება უკავშირდება თბილისის რამდენიმე ადგილზე, მათ შორის მეტროსადგურებში გამოჩენილ წარწერებს - „მოკალი ქოცი“.
ჩხრეკა დასრულებულია დავით ფუთურიძის სახლში - როგორც აქტივისტი "პირველებთან" ამბობს, რომ მისი საცხოვრებელი სახლიდან ფეიერვერკი და ტანისამოსი ამოიღეს, რომელიც მას 28 იანვარს ეცვა.