ლილოში, მანქანაში კაცი ჩაცხრილეს
მკვლელობა ლილოში - მანქანაში 40 წლამდე კაცი ჩაცხრილეს. სისხლიანი ანგარიშსწორება რესტორან "კახელებთან" რამდენიმე საათის წინ მოხდა.
ადგილზე ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.