მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა - რას ამტკიცებს იოსელიანი და ვინ ეუბნება მას "მადლობას"

31.01.25 22:48
მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა - რას ამტკიცებს იოსელიანი და ვინ ეუბნება მას "მადლობას"

მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა - სახალხო დამცველი "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში, გადაცემა "პოლიტიკურ ამბებში" ამბობს, რომ "ნეტგაზეთი/ბათუმელების" დირექტორის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ნურავის ექნება მოლოდინი, რომ რამეს გადაჭარბებულად ვიტყვით, ან დავფარავთ, ან რაღაცას მივაჩუმათებთ - ამბობს ლევან იოსელიანი და ირწმუნება, რომ ყველაფერს აკეთებს, რას მისი კომპეტენციის ფარგლებშია. 

მეტიც, ომბუდსმენი ამტკიცებს, რომ მზია ამაღლობელის ოჯახის წევრებისგან მადლობებს იღებს. 

თითქოს, მე რაღაც ინფორმაციას რასაც ვაჟღერებ, არის მზიას საწინააღმდეგო, რატომღაც, არ შეიძლება ვთქვა ის, რაც რეალურად არის, რომ დღესდღეობით მისი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, რაც გულისხმობს, რომ ამ შიმშილობის ფონზე, ის იყო კონტაქტური, გადაადგილდებოდა თავის საკანში, რაც ჩვენმა წარმომადგენელმა თვითონ ნახა. ნურავის ექნება მოლოდინი, რომ რამეს გადაჭარბებულად ვიტყვით, ან დავფარავთ, ან რაღაცს მივუჩუმათებთ, ამიტომ ყველას მოვუწოდებ - პოლიტიკურ პარტიებს, აქტივისტებს, ჯერ დაინტერესდნენ რას ვაკეთებთ ჩვენ, აქვს თუ არა მის ოჯახს პრეტენზია, ახლობლებს, რომლეთანაც ყოველდღიური კავშირი გვაქვს, ამ ადამიანებს ჩვენთვის მადლობის მეტი არაფერი უთქვამთ დღემდე. ამის შემდეგ გააპროტესტონ. ასე არ შეიძლება ბრალდებები.

მე არ ვარ ექიმი და ვერ გეტყვით ორი ანალიზი არის საკმარისი თუ რამდენი. რამდენჯერ უნდა ჩაუტარდეს და როგორ ეს არ არის ჩემი კომპეტენცია, ყოველ მეორე-მესამე დღეს შედის ჩვენი წარმომადგენელი მასთან და ვითხოვთ დოკუმენტურ ინფორმაციას". - ამბობს იოსელიანი.

რაც შეეხება ექიმების ალტერნატიული კონსილიუმის შექმნას, სახალხო დამცველი ირწმუნება, რომ მისთვის ამ მოთხოვნით არავის მიუმართავს. 

მზიას და არც მის წარმომადგენლებს არ მოუმართავს და უთქვამს, რომ უნდობლობას უცხადებენ არსებულ სამედიცინო მოსმახურებას და მთხოვენ ალტერნატიული კონსილიუმი შევქმნა, ასეთ გარემოებას ადგილი არ ჰქონია. ამას თუ ადგილი ექნება უარი არ მითქვას და არც ვიტყვი", - აცხადებს სახალხო დამცველი.