მზია ამაღლობელი იმყოფება ბარბაროსულ პატიმრობაში... ერთი შემოლაწუნება ცემის კვალიფიკაციაშიც კი ვერ ჯდება - მწარიაშვილი

31.01.25 23:23
მზია ამაღლობელი იმყოფება ბარბაროსულ პატიმრობაში... ერთი შემოლაწუნება ცემის კვალიფიკაციაშიც კი ვერ ჯდება - მწარიაშვილი

მზია ამაღლობელი ამბობს ვუძლებ და კიდევ გავუძლებო, მაგრამ ეს არის იმ ადამიანის პოზიცია, ვინც პროტესტის ნიშნად შიმშილობს - ამის შესახებ ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში განაცხადა და დეტალურად ისაუბრა, თუ რა ფუნქცია აკისია ასეთ მდგომარეობაში სახალხო დამცველის აპარატს.

სახალხო დამცველის მიმართ ჩვენი მოლოდინი არის, რომ  ჩვენ გვჭირდება მონიტორინგი, რამდენად სწორად ტარდება მკურნალობა, 2 ანალიზი უნდა ჩატარებულიყო თუ 9. ჩვენ ვითხოვდით შეფასებას, რამდენად სწორად მიდის მკურნალობა. 

ჩვენ შევთავაზეთ, ხომ არ დავაყენოთ მოთხოვნა მისი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის, ის ამბობს, რომ მე ჯერ ვუძლებ და კიდევ გავუძლევ. მაგრამ ეს არის იმ ადამიანის პოზიცია, ვინც პროტესტის ნიშნად შიმშილობს, მაგრამ, სხვა არის აქ სახალხო დამცველის მანდატის და მისი ექიმების პოზიცია", - ამბობს უფლებადამცველი. 

მწარიაშვილისთვის, მზია ამაღლობელის ის მუხლი, რასაც ჟურნალისტს ედავებიან, იმდენად აბსურდულია, რომ სიტყვებით - "ანეგდოტური კვალიფიკაცია" მოიხსენიბეს, ხოლო "ბათუმელების" და "ნეტგაზეთის" დირექტორის პატიმრობას "ბარბაროსულს" უწოდებს.

მისი თქმით, ერთი შემოლაწუნება ცემის კვალიფიკაციაშიც კი ვერ ჯდება და ირაკლი დგებუაძეს კანონით მხოლოდ მორალური ზიანის კომპენსაცია შეუძლია მოითხოვოს. 

ეს ყველზე მძიმე შემთხვევაში არის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი - ამბობს მწარიაშვილი. 

მზია ამაღლობელი არის უკანონო პატიმარი არა მხოლოდ იმიტომ, რომ პატიმრობა არის ბარბაროსულად დაუსაბუთებელი, არამედ იმიტომაც, რომ აქ საერთოდ დანაშაულის შემადგენლობა არ არის. 

ხელის გარტყმა ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, ჯანმრთელობა ამით ვე დაზიანდება. ეს ქმედება ვერ აზიანებს ჯანმრთელობას. თავდასხმა რომ არ არის, ეს არის ორჯერ ორი ოთხი. ცემის კვალიფიკაციაშიც კი არ ჯდება, იმიტომ რომ ერთი შემოლაწუნებაა. რომ თქვა მეტკინაო, მის სუბიექტურ აღქმებზე ვერ იქნება დამოკიდებული ქმედების ინკრიმინირება - დანაშაული ჩავიდინე თუ არა, ეს ობიექტურადაც აღქმული უნდა იყოს. ეს ანეგდოტური კვალიფიკაციია. აქ არ გვაქვს ძალადობის სფერო, აქ შეიძლება ილაპარაკო, რომ გაქვს შეურაცხყოფის სფერო პოლიციელისთვის. მან შეუძლია იდავოს სამოქალაქო სამართლებრივი წესით და მოითხოვოს მორალური ზიანის კომპენსაცია. ეს არის მთელი ამ საქმის ალია-ბალია. აქ არ არის დანაშაულის ნიშნები. ეს ყველზე მძიმე შემთხვევაში არის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი. აქედან გამომდინარე, ეს ადამიანი იმყოფება ბარბაროსულ პატიმრობაში", - ამბობს მწარიაშვილი.