"შიმშილობის მესამე დღეა დედაჩემისთვისაც - დედა, გთხოვ, შეწყვიტო შიმშილობა" - ლაშა ჩხვიმიანი
რეჟისორი ლაშა ჩხვიმიანი, რომელიც ხელახალი საპარლამენტო არჩევნებისა და უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლების მოთხოვნით უკვე მე-3 დღეა საკვებს არ იღებს, Facebook-ზე განცხადებას ავრცელებს.
ლაშა ჩხვიმიანი დედამისს მოუწოდებს, რომ შვილისთვის გამოცხადებული სოლიდარობის გამო დაწყებული შიმშილობა შეწყვიტოს - "შენი ჯანმრთელობისთვის ეს საშინელებაა!".
შიმშილობის მესამე დღეა დედაჩემისთვისაც. ჩემი გადაწყვეტილების შესახებ რომ გაუგია, თვითონაც შეუწყვეტია საკვების მიღება. ვერ ვესაუბრები, მრცხვენია, რომ წინასწარ არ გავაფრთხილე და ახლა ასე ვანერვიულებ.
დედა, გთხოვ, შეწყვიტო შიმშილობა. შენი ჯანმრთელობისთვის ეს საშინელებაა! არ შეიძლება შენს ნერვიულობას კიდევ ეს დაემატოს! ძალიან გთხოვ!" - წერს რეჟისორი ლაშა ჩხვიმიანი.
ცნობისთვის, რეჟისორმა ლაშა ჩხვიმიანმა შიმშილობა 30 იანვარს დაიწყო.