"თავისუფლება რეჟიმის ყველა პატიმარს" - კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრებმა საკრებულოდან ბანერი გადმოფინეს
საქართველოში პროტესტის 66-ე დღესაც ევროპული მომავლის სადარაჯოზე მდგომი მოქალაქეების კრიტიკული ხმა ყველგან ისმის.
ამჯერად მოშიმშილე მზია ამაღლობელის, თემურ ქათამაძისა და სინდისის სხვა პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით, კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრებმა საკრებულოდან ბანერი გადმოფინეს.
"თავისუფლება მოშიმშილე მზია ამაღლობელს და თემურ ქათამაძეს. თავისუფლება რეჟიმის ყველა პატიმარს" - წერია ბანერზე.
პროტესტის ავანგარდში მოქცეული ადამიანები ფიქრობენ, რომ ამ ჟესტით საკრებულოს "სირცხვილი მოწმინდეს".
საკრებულოს სირცხვილი მოვწმინდეთ. საკრებულოს არცერთ წევრს "ოცნებიდან" არ გამოაჩნდა ნება, რომ ადამიანს, რომელმაც საკუთარი ჯანმრთელობა გაიღო, შეხიდებოდა. მორალურად მაინც გაეწია რაღაც სახის დახმარება. შეეთავაზებინა, რომ სხვა აღკვეთი ღონისძიება შეეფარდებინათ. როდესაც სახეს ალეწავენ ოპოზიციონერებს, ადმინისტრაციულადაც კი არ სჯიან ამ ადამიანებს", - ამბობს გიორგი ონიანი.