მასშტაბურ აქციამდე ორი დღით ადრე, სტრატეგიული ობიექტების ნუსხას საერთაშორისო მნიშვნელობის გზები დაემატა

01.02.25 13:46
მასშტაბურ აქციამდე ორი დღით ადრე, სტრატეგიული ობიექტების ნუსხას საერთაშორისო მნიშვნელობის გზები დაემატა

სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხას საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები დაემატა

დადგენილება "ქართული ოცნების" მთავრობამ მასშტაბურ საპროტესტო აქციამდე 2 დღით ადრე, 31 იანვარს გამოსცა. მას ხელს ივანიშვილის რეჟიმის პრემიერი, ირაკლი კობახიძე აწერს. 

  • მოქალაქეები 2 თებერვალს, 16:00 საათზე თბილისი მოლთან შეიკრიბებიან და თბილისის შესასვლელ-გასასვლელ გზას გადაკეტავენ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობით, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება სისხლის სამართლის დანაშაულია.