"სტუდენტების ძალა ერთობაშია" - 2 თებერვალს, 16:00 საათზე, ბენდუქიძის კამპუსიდან მსვლელობა მოეწყობა
"სტუდენტების ძალა ერთობაშია" - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები 2 თებერვლას საპროტესტო აქციას გამართავენ.
პროტესტის ავანგარდში მოქცეული ახალგაზრდები კახა ბენდუქიძის კამპუსთან ზუსტად 16:00 საათზე შეიკრიბებიან და იქიდან მსვლელობით თბილისი მოლთან გადაინაცვლებენ.
შეგახსენებთ, 2 თებერვლას, 16:00 საათზე ევროპული მომავლის მცველების საპროტესტო აქციაც არის დაანონსებული. მოქალაქეები თბილისი მოლთან შეიკრიბებიან და შემდეგ თბილისის შესასვლელ-გასასვლელ გზას გადაკეტავენ.