"ჩემს კართან მოვიდა პოლიცია, კარს თუ არ გააღებთ, იძულებით შემოვალთო" - ნენსი ვოლანდი
სამოქალაქო აქტივისტი და Facebook ჯგუფ "დაიტოვეს" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნენსი ვოლანდი სოციალურ ქსელში წერს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მისი სახლის კართან იმყოფებიან.
როგორც სამოქალაქო აქტივისტი იტყობინება, პოლიციელები ჩხრეკის ჩატარებას ადვოკატის დასწრების გარეშე აპირებენ.
ჩემს კართან მოვიდა პოლიცია. კარს თუ არ გააღებთ, იძულებით შემოვალთო. ადვოკატის გარეშე აპირებენ ჩხრეკის ჩატარებას" - წერს აქტივისტი.