ნენსი ვოლანდის სახლში პოლიციელები ჩხრეკას ატარებენ
ნენსი ვოლანდის სახლში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები შევიდნენ - პოლიციელები ადგილზე ჩხრეკას ატარებენ.
Facebook-ის ჯგუფ "დაიტოვეს" ერთ-ერთი დამფუძნებლის სადარბაზოსთან სამართალდამცველების უპრეცედენტო მობილიზებაა.
პოლიცია "პირველებთან" ამტკიცებს, რომ სამოქალაქო აქტივისტის სახლში განჩინების საფუძველზე შევიდნენ. ამასთან, გომელაურის უწყების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ჩხრეკის პროცესს ადვოკატიც ესწრება.
განჩინების საფუძველზე შემოვედით. ყველაფერი კანონიერად მიმდინარეობს. ადვოკატი შესულია'', - ამბობს პოლიციელი.
ნენსი ვოლანდის სახლის პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები საგამოძიებო მოქმედებებს ილია ღლონტისა და ისაკო დევიძის სახლშიც აწარმოებენ.