პოლიციელები ილია ღლონტის სახლშიც შეიჭრნენ - ადგილზე ჩხრეკა მიმდინარეობს
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ჩხრეკას ილია ღლონტის სახლშიც ატარებენ - ამ დრომდე არ არსებობს ინფორმაცია იმის თაობაზე, ესწრება თუ არა საგამოძიებო მოქმედებებს სამოქალაქო აქტივისტის ადვოკატი.
ილია ღლონტის საცხოვრებელ კორპუსთან სამართალდამცველთა უპრეცედენტო მობილიზებაა. "ტვ პირველის" კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, რომ პოლიციის თანამშრომლებს კორპუსის თითქმის ყველა სართული აქვთ დაკავებული.
აღსანიშნავია, რომ ილია ღლონტის მეუღლე, რომელიც ბინაში იმყოფებოდა, გომელაურის უწყების წარმომადგენლებმა სახლიდან გაიყვანეს და ახლა სადარბაზოში შესვლის უფლებასაც კი არ აძლევენ.
ილია ღლონტის სახლის პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები საგამოძიებო მოქმედებებს ნენსი ვოლანდისა და ისაკო დევიძის სახლშიც აწარმოებენ.