"ისაკო დევიძესთან ჩხრეკაა" - მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ჩხრეკას სამოქალაქო აქტივისტის, ისაკო დევიძის სახლშიც ატარებენ.
ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მოქალაქე მარი დევიძე წერს.
ცნობისთვის, ამ წუთებში პოლიციელები სამოქალაქო აქტივისტების, ნენსი ვოლანდისა და ილია ღლონტის სახლში შეიჭრნენ და საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.