"ჩემთვის უცნობია, სასამართლო განჩინება ჰქონდათ, თუ არა" - ნენსი ვოლანდის ადვოკატი
ნენსი ვოლანდის სახლში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობის პარალელურად, სამოქალაქო აქტივისტის ადვოკატი "პირველებთან" კომენტარს აკეთებს.
აქციებში აქტიურად მონაწილე ქალის უფლებადამცველი ამბობს, რომ ნენსის დაახლოებით, 1 საათის წინ, აგრესიულად განწყობილმა მამაკაცმა დაურეკა და უთხრა, რომ ჩხრეკაზე მივიდოდნენ. იმ შემთხვევაში, თუ კარს არ გააღებდა, მაშინ ბინაში ძალის გამოყენებით შევიდოდნენ.
სამოქალაქო აქტივისტის ინტერესების დამცველის ინფორმაციით, ამ წუთებში ჩხრეკის პროცესს ნენსი ვოლანდის კიდევ ერთი ადვოკატი, შოთა თუთბერიძე ესწრება. ადვოკატს მიაჩნია, რომ მიმდინარე პროცესები "ქართული ოცნების" პოლიტიკასთან დაკავშირებით სამოქალაქო აქტივისტის პოზიციას უკავშირდება.
"ჩემთვის უცნობია, სასამართლო განჩინება ჰქონდათ, თუ არა" - ამბობს ნენსი ვოლანდის ადვოკატი.
დაახლოებით, ერთი საათის წინ ტელეფონზე დამიკავშირდა ნენსი და მითხრა, რომ აგრესიულად განწყობილმა მამაკაცმა დაურეკა ტელეფონზე და უთხრა, რომ მის სახლში ავიდოდნენ ჩხრეკაზე და თუ ის დაუყოვნებლივ არ გააღებდა სახლის კარს, ძალის გამოიყენებით მოხდებოდა მის სახლში შესვლა. ნენსიმ დაგვირეკა მე და მის ადვოკატს, შოთა თუთბერიძეს და გვკითხა, შესაძლებლობა იყო თუ არა, რომ დაუყოვნებლივ მოვსულიყავით მის მისამართზე. ზარიდან 15 წუთში მოვედით მისამართზე.
ეზოში დაგვხვდა 30-მდე კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმული ხალხი. ასევე დაახლოებით 6-7 ავტომანქანა, ასევე საგანგებოს ავტომანქანა იყო. ავიდა ჩხრეკაზე ადვოკატი შოთა თუთბერიძე ერთ მოწმესთან ერთად, მეორე მოწმე ნენსის დედა ასევე სახლში იმყოფებოდა. ადვოკატის შეშვებაზე პრობლემა არ ჰქონიათ, თუმცა არ შეუშვეს მეორე მოწმე, ნენსის დეიდა. სხვა დამატებით ინფორმაცია მე არ მაქვს. კარებზე ხდებოდა ბრახუნი და აგრესიული მოთხოვნა, შემოგვიშვით, თორემ დავიწყევ კარის გაჭრას და ამ დროს მივიდა შოთა თუთბერიძე. შეღწევა ნენსი სახლში ადვოკატამდე არ ყოფილა. შემდეგ სადარბაზოში ჩამოვიდა ორი ფორმაში ჩაცმული ადამიანი, რომელსაც ხელში ეკავა კარების სპეციალური გასაჭრელი მოწყობილობა, ძალით რომ შესულიყვნენ და ის მუქარა, რასაც პოლიცია ეუბნებოდა, არ იყო უსაფუძვლო.
მე ამას ვერ დავარქმევ სამართლებრივ საფუძველს, სავარაუდოდ, გამოძიება მას პრეტენზიას უყენებს იმისა გამო, რომ მას აქვს სოციალური ქსელი და ჯგუფი ''დაიტოვე'' სხვა საფუძველი ლეგიტიმური და სამართლებრივი არ არსებობს. რა ჩაწერეს დოკუმენტში, რომელიც ჩხრეკის საფუძვლად გამოიყენეს ჩემთვის უცნობია. '', - ამბობს ადვოკატი.