ისაკო დევიძე დააკავეს
ისაკო დევიძე დააკავეს - სამოქალაქო აქტივისტის დაპატიმრების შესახებ ინფორმაციას "პირველებს" მისივე ადვოკატი, ლაშა ტყეშელაძე უდასტურებს.
იქამდე კი სანამ საპროტესტო აქციებში აქტიურად ჩართულ ახალგაზრდას ხელბორკილებს დაადებდნენ, მის სახლში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები შეიჭრნენ და ჩხრეკა ჩაატარეს.
პოლიციელები ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებებს Facebook ჯგუფ "დაიტოვეს" დამფუძნებლების - ილია ღლონტისა და ნენსი ვოლანდის საცხოვრებელ სახლში ატარებენ.