ილია ღლონტი დიღმის მთავარ სამმართველოში გადაყავთ

01.02.25 15:50
ილია ღლონტი დიღმის მთავარ სამმართველოში გადაყავთ

ილია ღლონტის სახლში ჩხრეკა დასრულდა - სამოქალაქო აქტივისტი დიღმის მთავარ სამმართველოში გადაყავთ.

იგივე საქმეა, ოღონდ ხელახლა დაიწყეს ეს საქმე, როგორც ჩანს. ზუსტად იგივე გააკეთეს, ოღონდ ახლა გადავყავარ განყოფილებაში. რაც ხდება ქვეყანაში, იმას ვუკავშირებ. გავიმარჯვებთ! '', - ამბობს ილია ღლონტი.

ცნობისთვის, ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები Facebook ჯგუფ "დაიტოვეს" ერთ-ერთი დამფუძნებლის, ნენსი ვოლანდის საცხოვრებელ სახლში მიმდინარეობს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ისაკო დევიძის სახლშიც შეიჭრნენ და ჩხრეკის ჩატარების შემდეგ სამოქალაქო აქტივისტი დააკავეს.