"წარდგენილია სასამართლოს განჩინება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 226-ე მუხლების საფუძველზე" - ვოლანდის ადვოკატი
ივანიშვილის რეჟიმმა სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ სისხლის სასმართლებრივი დევნა დაიწყო - ნენსი ვოლანდის ადვოკატის ცნობით, Facebook ჯგუფ "დაიტოვეს" დამძუნებლებსა და ისაკო დევიძესაც 225-ე და 226-ე მუხლებს ედავებიან.
"წარდგენილი არის სასამართლოს განჩინება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 226-ე მუხლების საფუძველზე" - ამბობს ნენსი ვოლანდის ადვოკატი.
- სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლი ჯჯგუფურ ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას, ან მასში მონაწილეობას, ხოლო 226-ე მუხლი ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას გულისხმობს. დანაშაულები თავისუფლების აღკვეთას 6-იდან 9-წლამდე ითვალისწინებს.
ჩხრეკა კიდევ მიმდინარეობს. წარდგენილი არის სასამართლოს განჩინება სისხლის სამართლის კოდექსით 225-ე და 226-ე მუხლების საფუძველზე, რაც არის ჯგუფური ძალადობა, ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა და 226-ე მუხლი, ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან მასში აქტიური მონაწილეობა.
ორივე სისხლი სამართლის მუხლია. ამ ორი მუხლის საფუძველზე მოსამართლეს გაცემული აქვს განჩინება და ამ განჩინების საფუძველზე ხორციელდება ჩხრეკა. ყველგან მუხლებია დღეს, სადაც მიმდინარეობს ჩხრეკა. ისაკო დევიძესთანაც ამ მუხლით მიმდინარეობდა, რომელიც დააკავეს. ილია ღლონტთანაც ამ მუხლით მიმდინარეობს. მე არ ვფიქრობ, რომ აქ რაიმე სამართლებრივი საფუძველი არსებობს. ეს ქმედებები ემსახურება ხვალინდელი აქციის დისკრიმინაციას, რომ მივიდეს ნაკლები ადამიანი. მუხლები მაქსიმუმ ითვალისწინებს 6 დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას'', - ამბობს ადვოკატი.