ტყეშელაძე: "ისაკო დევიძეს ადვოკატთან დარეკვის უფლება არ მისცეს - არ მეუბნებიან, სად არის გადაყვანილი"
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ დაკავებული ისაკო დევიძის ადვოკატი პირველ კომენტარს აკეთებს - ლაშა ტყეშელაძე "ტვ პირველის" ეთერში ამბობს, რომ ამ დრომდე არ იცის, სად ჰყავს პოლიციას სამოქალაქო აქტივისტი გადაყვანილი, რომელსაც ადმინისტრაციულ კანონდარღვევას ედავებიან.
მისივე ცნობით, "ქართული ოცნების" პოლიტიკის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში აქტიურად მონაწილე ახალგაზრდას ჩხრეკის პროცესში ადვოკატთან დარეკვის უფლებაც კი არ მისცეს.
დღეს ისაკო დევიძესთან არ შემოსულან პოლიციელები. ისაკო დევიძესთან შემოვიდნენ კრიმინალი პოლიციელები. ჩხრეკას აქვს თავისი წესები, თავისის სამართლებრივი ნორმები, მაგრამ დღეს ამ კრიმინალმა პოლიციელებმა ყველა წესი დაარღვიეს. წარმოიდგინეთ, დედამისი, როდესაც ისაკოს სახლში მიმდინარეობდა ჩხრეკა დედამისი მოვიდა და დედაც კი არ შემოიშვეს აღნიშნულ ტერიტორიაზე, რადგან სრული ვალდებულება ჰქონდა პოლიციას, რომ დედა შემოეშვათ. მას არ მისცე ადვოკატთან დარეკვის უფლება, რისი ვალდებულებაც ჰქონდათ იმ კრიმინალ პოლიციელებს და დღეს სახლიდან წაიღეს სხვადასხვა ნივთები.
მაგალითად სახლიდან წაიღეს თანხა, რომელიც ისაკო დევიძემ ბანკიდან ისესხა, რომ დედამისისთვის გაეკეთებინა ოპერაცია და სწორედ ეს თანხა არის წაღებული. პოლიციელებს არ რცხვენიათ? ან დედა არ ჰყავთ, საოპერაციო ფული, როგორ შეიძლება სახლიდან წაიღონ. ან ეს სახლი როგორი არეულია, პოლიციელები არ იქცევიან ესე ჩხრეკას თავისი ნორმები აქვს და წესები აქვს. სახლში, რომ შემოვედი მეგონა ეს სახლი დააყაჩაღეს.
ძალიან ბევრი შემთხვევის ადგილზე ვყოფილვარ, სადაც სახლს აყაჩაღებენ და ასშ, სწორედ ესეი შემთხვევის ადგილი დამხვდა დღეს სახლში, რომ შემოვედი მეგონა ეს სახლი დააყაჩაღეს და ვიღაც კრიმინალებმა გაიტაცეს მოქალაქე, იმიტომ რომ არ გვეუბნებიან სად არის გადაყვანილი, არ გვეუბნებიან რატომ გადაიყვანეს, არ გვეუბნებიან ჩხრეკა რატომ ჩატარდა. ერთადერთი ეს გვითხრეს, რომ ადმინისტრაციული წესით არის დაკავებულიო და ეგეც მიაძახეს ოჯახს, როდესაც ისაკო დევიძეს მანქანაში ტენიდნენ და გადაჰყავდათ რა მიმართულებით ჩვენთვის ცნობილი ჯერ არ არის, სახალხო დამცველსაც შევატყობინეთ, რომ იქნებ მან მაინც რამენაირად გაგვირკვიოს, სად გადაიყვანეს და როგორ გადაიყვანეს. მაგრამ სახალხო დამცველის აპარატიც დუმს.
მე პირდაპირ შემიძლია შევაფასო, რომ ეს სამართლებრივი ქმედება არ არსი ეს არის ცრუ სამართალი. უნდა ადამიანები დააჯერონ თითქოს რაღაც კანონის ფარგლებში იქცევიან. '', ამბობს ლაშა ტყეშელაძე.