ნენსი ვოლანდის სახლში ჩხრეკა დასრულდა - აქტივისტს სასწრაფოს გამოძახება დასჭირდა

01.02.25 17:02
ნენსი ვოლანდის სახლში ჩხრეკა დასრულდა - აქტივისტს სასწრაფოს გამოძახება დასჭირდა

ნენსი ვოლანდის სახლში ჩხრეკა დასრულდა - ჯგუფ "დაიტოვეს" დამფუძნებელი მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების დროს შეუძლოდ გახდა და მედიკოსების დახმარება დასჭირდა.

ექიმების განცხადებით, სამოქალაქო აქტივისტს დამამშვიდებელი გაუკეთეს, რადგან ემოციური ფონი მძიმე ჰქონდა.

კარგად არის. ემოციური სტრესი იყო და დამამშვიდებელი მიიღო" - ამბობს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ოქმი შეადგინეს, თუმცა ადვოკატსა და ნენსი ვოლანდის დედას არ აძლევენ ბინის დატოვების უფლებას. შოთა თუთბერიძის ცნობით, სამოქალაქო აქტივისტის სახლიდან ბრენდირებული პლედები და ნიღაბი ამოიღეს.