ილია ღლონტი დიღმის მთავარ სამმართველოშია გადაყვანილი
ილია ღლონტი გამოკითხვაზეა გადაყვანილი - ჯგუფ "დაიტოვეს" ერთ-ერთ დამფუძნებელი კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა საკუთარი სახლიდან ერთი საათის წინ წაიყვანეს. ის ახლა დიღმის მთავარ სამმართველოშია მოთავსებული.
ილია ღლონტმა საკუთარ მხარდამჭერებს უთხრა, რომ მის სახლში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა, რასაც ხვალინდელ დაანონსებულ აქციას უკავშირებს. სამოქალაქო აქტივისტი ფიქრობს, რომ რეჟიმი შეშინებულია, ამიტომ ვიდრე განყოფილებაში წაიყვანდნენ, თანამოაზრეებს ბრძოლისკენ მოუწოდა. "ყველგან პოლიცია, არსად სამართალი" - სკანდირებდნენ ილია ღლონტის მხარდასაჭერად მის სახლთან შეკრებილი მოქალაქეები.
შეგახსენებთ, რომ დღეს რეჟიმმა სამოქალაქო აქტივისტების სახლში ჩხრეკების სერია მოაწყო. ნაწილი გამოკითხვაზეა გადაყვანილი, ნაწილი დააკავეს, ნაწილს კი სახლში სასწრაფოს გამოძახება დასჭირდა.