გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ დღეს სანდრო ჭითანავას სახლიც გაჩხრიკა და განყოფილებაში გადაიყვანა

01.02.25 18:55
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ დღეს სანდრო ჭითანავას სახლიც გაჩხრიკა და განყოფილებაში გადაიყვანა

გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დღეს კიდევ ერთი მოქალაქის, სანდრო ჭითანავას სახლიც გაჩხრიკეს.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, ისიც სხვა აქტივისტების მსგავსად, დიღმის მთავარ  სამმართველოშია გადაყვანილი.

ცნობისთვის, დღეს პოლიციამ ნენსი ვოლანდის, ილია ღლონტისა და ისაკო დევიძის სახლები გაჩხრიკა. დევიძე დააკავეს და ღლონტი დიღმის სამმართველოში გადაიყვანეს.