დმანისის მერის მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულები ყაველაშვილმა შეიწყალა - ციხიდან გამოშვებულები "შაბათის ეთერს" თავს დაესხნენ

01.02.25 22:35
დმანისის მერის მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულები ყაველაშვილმა შეიწყალა - ციხიდან გამოშვებულები "შაბათის ეთერს" თავს დაესხნენ

"შაბათის ეთერის" ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიება - დმანისის მერის მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულები მიხეილ ყავალაშვილმა ციხიდან შეწყალებით გამოუშვა. 

"ქართული ოცნების" პარტიის ერთ ერთი დასაყრდენი, დმანისში, რომელსაც ყოფილი მერის მკვლელობის მცდელობისთვის ასამართლებენ, უკვე სახლშია.  პროკურატურის წარდგენილი ბრალდებით, ზურა ოკმელაშვილს და კობა მენაბდიშვილს ციხეში 10 წლის გატარება ემუქრებათ, თუმცა ისინი 10 თვიანი პატიმრობის შემდეგ, მიხეილ ყაველაშვილმა შეიწყალა. 

სისხლის სამართლის საქმის მასალებით, მენაბდიშვილი და ოკმელაშვილი დმანისში, ქალაქის ყოფილი მერიის გიორგი ტატუნაშვილის მკვლელობას ცდილობდნენ. მაშინ ყოფილ მაღალჩინოსანს ხუთჯერ ესროლეს.

მკვლელობის მცდელობის  შემდეგ კობა მენაბდიშვილი და ზურა ოკმელაშვილი  გაიქცნენ. ისინი მხოლოდ მას შემდეგ დააკავეს, რაც ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს, რომ  მიმალვაში მყოფი კობა მენაბდიშვილი ნოტარიუსთან დადიოდა  და ქონების გადაფორმებას ახერხებდა. საბოლოოდ, მოსამართლემ მძიმე მუხლი გადააკვალიფიცირა და 10 დეკემბერს მერის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულები ციხეში 5 წლით გაუშვა. განაჩენის გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში ქართული ოცნების აქტივისტი მიხეილ ყაველაშვილმა შეიწყალა. 

"შაბათის ეთერმა" შეწყალებულებს მიაკითხა, მიხეილ ყაველაშვილის გვარის ხსენებამ სახლში მყოფი ზურა ოკმელაშვილი წყობიდან გამოიყვანა. ის შაბათის ეთერზე თავდასხმის მოტივით სახლიდან, სამეგობროსთან, დმანისის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწესთან, დმანისის სპორტ სკოლის მწვრთნელთან და დმანისის საკრებულოს თავმჯდომარის მძღოლთან ერთად გამოვიდა და კამერის წინ ახალი დანაშაული ჩაიდინა. 

 

კადრებში ჩანს, რომ  ისინი არა მხოლოდ ჟურნალისტებს საქმიანობაში უშლიან ხელს "შაბათის ეთერის" რეპორტიორებს, არამედ იმუქრებიან, რაც ასევე სისხლის სამართლის დანაშაულია. ზურა ოკმელაშვილი შაბათის ეთერის კუთვნილ მიკროფონს იტაცებს, ემუქრება  და სახლში შერბის.  
მიკროფონის გატაცების შემდეგ ზურა ოკმელაშვილს მისი გამორთვა დაავიწყდა. მან შაბათის ეთერის ოპერატორზე თავდასხმა , დმანისის საკრებულოს თანამშრომელთან, გიორგი ოკმელაშვილთან ერთად განახორციელა.  

კადრში ჩანს რომ ზურა ოკმელაშვილი ტელეფონზე საუბრობს. იქიდან გამომდინარე რომ მას ჩვენი კუთვნილი მიკროფონი შარვლის უკანა  ჯიბეში აქვს, ხმა ჯერ კიდევ კარგად ისმის. ოკმელაშვილი სავარაუდოდ დმანისის მერზე კიდევ ერთ თავდამსხმელს და მიხეილ ყაველაშვილის შეწყალებით, ციხიდან გამოსულ  კობა მენაბდიშვილს ანგარიშს აბარებს და ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. 

ოკმელაშვილთან ჩვენი ვიზიტის შესახებ ინფორმირებულია დმანისის ყოფილ მერზე თავდასხმაში მონაწილე მეორე პირიც კობა მენაბდიშვილი, რომელმაც ციხე ოკმელაშვილთან ერთად 20 იანვარს, განაჩენის გამოტანიდან ერთი თვის თავზე დატოვა. 

კობა მენაბდიშვილი ვისი მანქანიდანაც განხორციელდა დმანისის ყოფილ მერზე თავდასხმა გაუჩინარებულია ის შაბათის  ემალება.