მოპოვებულია ვიდეომტკიცებულებები "ხარებას" წინააღმდეგ - საქართველოში გდდ-ის შეფის დაკავებას ითხოვენ

03.02.25 20:18
მოპოვებულია ვიდეომტკიცებულებები "ხარებას" წინააღმდეგ - საქართველოში გდდ-ის შეფის დაკავებას ითხოვენ

მოპოვებულია ახალი მტკიცებულებები ხარებას წინაააღმდეგ - ვიდეომასალაში, რომელიც "შაბათის ეთერის" ოპერატორმა ღამით გადაიღო, ზვიად ხარაზიშვილის მანქანასთან თათბირი ჩანს. ამის შემდეგ სპეცრაზმი მოქმედებაზე გადადის და აქციის მონაწილეებზე ნადირობა იწყება.

დემონსტრანტებზე ჯგუფურად ძალადობენ. დაკავებულების ნაწილი  ხარებასთან მიყავთ და ის წიხლს ურტყამს. მაღალი გარჩევადობის კამერით გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ შემაღლებულ ადგილას მდგომ მოქალაქეებთან, რომლებიც გზას არ კეტავენ, სპეცრაზმი მიდის, ძირს ყრის და შემდეგ მათ ზედ ახტება.

ჩვენი არხის კამერამ დააფიქსირა, რომ ყოველი ძალადობის წინ ხარება ტელეფონზე მინიმუმ სამჯერ საუბრობს, დავალების გაცემა ხარებას ტელეფონით არ სჭირდება. ყველა, ვინც მისი მითითებით ხალხ სცემს, იქვე უდგას, ამიტომ ჩნდება ეჭვი, რომ იქით აძლევენ დარბევის მითითებას.

აქამდე ხარებას ძალადობის შესახებ დაზარალებული ყვებოდნენ, ახლა კი არსებობს პირდაპირი ვიდეო მტკიცებულებები მის წინააღმდეგ. სპეციალური საგამოძიებო სამსახური ამტკიცებს, რომ გამოძიება უკვე დაიწყეს. საგამოძიებო მოქმედებებისთვის უნდა ამოიღონ მისი ტელეფონი და დადგინდეს, ვინ ურეკავდა და იყო თუ არა მათ შორის ბიძინა ივანიშვილი.  

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.