ეხ, რა ძნელია შენი ხალხის შიში რომ დაგიპყრობს! - პრეზიდენტი ზურაბიშვილი

03.02.25 23:35
 ეხ, რა ძნელია შენი ხალხის შიში რომ დაგიპყრობს! - პრეზიდენტი ზურაბიშვილი

"ეხ, რა ძნელია შენი ხალხის შიში რომ დაგიპყრობს" - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ეუბნებოდნენ, რომ, თურმე პოლიტიკური თანამდებობის პირს თმენის ვალდებულება გააჩნია, მაგრამ "ივანიშვილის რეჟიმს ეხერხება შურისძიება და რევანში", რაც მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ "შეშინებულნი არიან".

არ ვიცი არ ვიცი

მთელ ამ წლების მანძილზე გინება და შეურაცხყოფა ვისგან არ მომისმენია, პრემიერი იქნებოდა ეს თუ რიგითი პარლამენტარი, თუნდაც დღევანდელი დეფაქტო პრეზიდენტი! არავის (ერთი თუ ორის გარდა) ამ “ღირსეული ქცევისგან” თავი არ შეუკავებია!

თუმცა მეუბნებოდნენ, რომ თურმე პოლიტიკური თანამდებობის პირს თმენის ვალდებულება გააჩნია… რაღაც ვერ ვატყობ მოთმინების უნარს ამათ შორის, უფრო ეხერხებათ შურისძიება და რევანში!!!

ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ისე შეშინებულნი არიან, მოთმოინება კი არა გაგონებაც არ უნდათ იმისი რასაც ფიქრობს საზოგადოება მათზე.

ეხ … რა ძნელია შენი ხალხის შიში რომ დაგიპყრობს '', - წერს სალომე ზურაბიშვილი. 

მსგავსი სიახლეები