"სიტუაციის გაუარესება საქართველოში" - რეზოლუციის პროექტი, რომელსაც ევროპარლამენტში 13 თებერვალს კენჭს უყრიან
"სიტუაციის გაუარესება საქართველოში" - ასეთი სათაურით იქნება წარდგენილი რეზოლუციის პროექტი ევროპარლამენტში, რომელსაც 13 თებერვალს კენჭს უყრიან.
ამის შესახებ "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში ჟურნალისტმა თამარ ნუცუბიძემ განაცხადა, რომელიც ბრიუსელში იმყოფება.
მისი თქმით, ევროდეპუტატებმა დააანონსეს, რომ მათი მხრიდან მკაცრად იქნება ხაზი გასმული პასუხისმგებელ პირებზე სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით.
ბრიუსელში ახლა ევროდეპუტატები ამზადებენ რეზოულიციის ვარიანტებს - სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფი ამზადებს თავიანთ ვარიანტს. სტრასბურგში ჩასვლის შემდეგ ეს ჯგუფები შეიკრიბებიან. ყველა ჯგუფს ჰყავს მომხსენებელი და თანამომხსენებელი, ესენი შეიკრიბებიან და ერთიან შეჯერებულ ვარიანტს შეიმუშავებენ, რომელიც უკვე იქნება გასული კენჭისყრაზე.
დღეს აქ აქციაზე დაგვიანონსეს ევროდეპუტატებმა, რომ მათი მხრიდან, რომ მათი მხრიდან, კიდევ ერთელ ძალიან კარგად და მკაცრად იქნება გაჟღერებული ყველა ის საკითხი, რაც ასე აქტუალურია და მნიშვნელოვანია კიდევ ერთი რამ, რასაც მათ ხაზი გაუსვეს, რომ მოწოდება იქნება წევრი ქვეყნების მიმართ, რომ თუკი და რადგან არ ხერხდება ერთობლივად კონსესუსის მიღწევა მიზნობრივ, თარგეთირებულ სანქციებზე, ევროდეპუტატები თვლიან, რომ დრო არის, უფრო გააქტიურდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები და შემოიღონ პასუხისმგებელ პირებზე სანქციები.
ევროდეპუტატებმა ასევე გვითხრეს, რომ მკაცრი გზავნილები იქნება ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოების მიმართაც, რომ დრო არის მოქმედების.
ზოგიერთი ევროდეპუტატი ამბობს, რომ ხედავენ მსგავსებას რუსეთსა და ბელორუსში მიმდინარე მოვლენების და ისინი წინსწრებად აფრთხილებენ ევროკავშირის ქვეყნებს და აღმასრულებელ ორგანოებს, რომ ჯობია წინსწრებად გადაიდგეს ნაბიჯები, ვიდრე საბოლო შედეგი აღმოჩნდეს ის, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ რუსეთში", - განაცხადა ნუცუბიძემ.
", - განაცხადა ნუცუბიძემ.