ვინ არბევს ხალხს? - სისტემას შს სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი ამხელს

05.02.25 21:08
ვინ არბევს ხალხს? - სისტემას შს სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი ამხელს

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა ინგა გრიგოლიას "რეაქციაში" პირველად დაადასტურა ის, რისი ეჭვიც ამდენი ხანი არსებობდა. აქციების დარბევის დროს რეჟიმის სპორტული აღნაგობის წარუმატებელი სპორტსმენებს იყენებს, კუნთმაგარი ხალხი ვინც პროფესიულ კარიერაში წარმატებას ვერ მიაღწია, მომიტინგეების დასარბევად იყენებს.

ივანიშვილის რეჟიმი "ხარებაზე" დგას, "ხარება" კი 300 კაცზე, რომელიც პირადად შეარჩია. ეს ის დანაყოფია, წინა ხაზზე რომ დგას და ადამიანებს განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდება. ირკვევა, რომ ხალხს მხოლოდ ხარებას რაზმები არ არბევს.

გდდ-ის მაღალჩინოსანმა "ტვ პირველის" ეთერში დაადასტურა, რომ დარბევის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სპეცრაზმი გამოყავს, რომელიც წესით საქართველოს საზღვარს უნდა იცავდეს. 

ბიძინა ივანიშვილთან პირდაპირ კავშირზე მყოფი განსაკუთრებული სისასტიკით ცნობილი "ხარება" ირკვევა, რომ არავის ემორჩილება. იყო შემთხვევა, როდესაც "ხარება" გომელაურზე გაბრაზდა და 4 დღე სპეცრაზმი ქუჩაში არ გაყავდა. 

ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.