კითხვებზე პასუხის ნაცვლად ისევ მუქარა - ოლიგარქის დაკითხვა სასამართლოში
ბიძინა ივანიშვილის მილიარდების ყოფილი მმართველის მიმართვის მიუხედავად, სანქცირებული კლანის სასამართლომ პროცესი მაინც დახურა. ივანიშვილის დაკითხვის არც ერთ ნაწილი მედიისთვის ღია არ ყოფილა.
ოლიგარქი დაკითხვაზე არ მივიდა. მიზეზი მისი ხანდაზმულობაა. ივანიშვილი დღეს დისტანციურად, ვიდეოთვალის საშუალებით ყვებოდა, რომ მისი ქონებების ყოფილმა მმართველმა დიდი ფული მოპარა.
ივანიშვილის დაკითხვა ორი საათის განმავლობაში გაგრძელდა და როგორც დარბაზში მყოფები ამბობენ, ყველაზე მეტად ოლიგარქი იყენებდა სიტყვებს - არ მახსოვს არ ვიცი. ასე არიდებდა თავს ოლიგარქი ყველა იმ საკითხზე პასუხს, რომელიც საქმის დეტალებს შეეხება.
პირდაპირი კითხვების პირისპირ ივანიშვილს მაინც მოუწია იმის აღიარება, რომ მასსა და გიორგი ბაჩიაშვილს შორის არ დადებულა არანაირი იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი, რაც გიორგი ბაჩიაშვილს ვალდებულს გახდიდა "ქართუ ბანკიდან" გამოტანილი სესხით გაკეთებული ბიზნესიდან წილი ივანიშვილისთვის მიეცა.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.