"სოლიდარობა სიმართლისთვის მებრძოლებს" - საზმაუსთან შეკრებილები მსვლელობით რუსთაველისკენ დაიძრნენ
საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილი მოქალაქეები საპროტესტო მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ დაიძრნენ. პროტესტის ავანგარდში მოქცეული ადამიანები პირველი არხის ხელმძღვანელობის გადადგომასა და მოქალაქეებისთვის ეთერის დათმობას მოითხოვენ.
"ყველგან პოლიცია, არსად სამართალი, სოლიდარობა სიმართლისთვის მებრძოლებს" - სკანდირებენ მოქალაქეები, რომლებიც მხარდაჭერას უცხადებენ პროევროპულ აქციაზე დაკავებულ უკანონო მოქალაქეებს და მათ გათავისუფლებას და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ.
რეჟიმი და მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებელი ცდილობს, რომ გვაჩვენოს, როგორ მოექცევა ყველას ვინც ილაპარაკებს სიმართლეს. ვასილ ივანოვ ჩიქოვანმა ორშაბათს სხდომაზე ამხილა ვასილ მაღლაფერიძე სხვადასხვა ტყუილში და სწორედ ამიტომ მიიღო, რომ ის დღეს აღარ არის მოამბის წამყვანი'', - ამბობს მსვლელობის მომაწილე.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ კოსტავას ქუჩაზე შეკრებილმა მოქალაქეებმა საგანგებო განცხადება გააკეთეს.