დავით კურტანიძემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა - 8 პირს მოსამართლემ საპატიმრო გირაო შეუფარდა

05.02.25 21:26
დავით კურტანიძემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა - 8 პირს მოსამართლემ საპატიმრო გირაო შეუფარდა

დავით კურტანიძემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა - "თბილისი მოლთან" დაკავებულ 8 პირს მოსამართლემ აღკვეთი ღონისძიების სახით საპატიმრო გირაო შეუფარდა. 

ბრალდებულები საპატიმრო დაწესებულებას მას შემდეგ დატოვებენ, რაც გირაოს თანხას გადაიხდიან. 

  • 5 000-ლარიანი გირაო შემდეგ პირებს შეეფარდათ: გიგი უგულავას, დიმიტრი ბიძინაშვილს, ირაკლი ტაბატაძეს, ირაკლი წიგნაძეს, ალექსანდრე გოგოლაძეს.
  • 4 000-ლარიანი გირაო, მხოლოდ და მხოლოდ, ნიკოლოზ ქუმსიშვილს შეეფარდა.
  • რაც შეეხება 3 500-ლარიან გირაოს, ვასილ ელიავას და ნიკოლოზ კუტუბიძეს შეეფარდათ. 

შეგახსენებთ, რომ 8-ვე ბრალდებული 2 თებერვალს, "თბილისი მოლთან" დააკავეს. მათ სისხლის სამართლის ბრალდება წარედგინათ და  სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობას ედავებიან.

სისხლის სამართლის კოდექსით დაკავებულთა შორის არიან:

  • გიგი უგულავა
  • ირაკლი წიგნაძე
  • ირაკლი ტაბატაძე 
  • ნიკოლოზ კუტუბიძე
  • ვასილ ელიავა
  • ნიკოლოზ ქუმსიშვილი
  • ალექსანდრე გოგოლაძე
  • დიმიტრი ბიძინაშვილი