ვითხოვდი, საერთოდ არ შეფარდებოდა აღკვეთის ღონისძიების არც ერთი სახე, რადგან არ იყო სახეზე ფაქტობრივი საფუძველი - ცუცქირიძე

05.02.25 22:10
ვითხოვდი, საერთოდ არ შეფარდებოდა აღკვეთის ღონისძიების არც ერთი სახე, რადგან არ იყო სახეზე ფაქტობრივი საფუძველი - ცუცქირიძე

ვითხოვდი, რომ საერთოდ არ შეფარდებოდა აღკვეთის ღონისძიების არც ერთი სახე, რადგან არ იყო სახეზე ფაქტობრივი საფუძველი, მაგრამ შუამდგომლობა არ გაიზიარა - ამის შესახებ ადვოკატმა ლაშა ცუცქირიძემ მოსამართლე დავით კურტანიძის გადაწყვეტილების საპასუხოდ განაცხადა.

უფლებადამცველის თქმით, 8-ვე ბრალდებულის წინააღმდეგ არანაირი სახის მტკიცებულება არ არსებობდა, რადგან მისივე განმარტებით, დაკავებულებს გზის სავალი ნაწილი საერთოდ არ გადაუკეტავთ. 

ირაკლისთან მიმართებით უცვლელი დატოვეს ბრალდების მხარის შუამდგომლობა. არ გაიზიარა, ჩვენი შუამდგომლობა, რომ დარბაზიდან წამოგვეყვანა ირაკლი და არც გირაოს თანხა არ შეამცირა ირაკლისთან მიმართებაში. ჩვენი შუამდგომლობის მოტივაცია ძირითად იყო, რომ გამომდინარე იქიდან, რომ თვითონ კანონს კონფლიქტი აქვს კონსტიტუციასთან და ვერცერთ შემთხვევაში ეს კანონი ვერ ჩაითვლება კონსტიტუციურად, ამავდროულად არ არსებობდა არცერთი მტკიცებულება, ფაქტობრივი საფუძველი, ზედმეტია საუბარი გზის სავალი ნაწილის გადაკეტვაზე.

ამ მოცემულობიდან გამომდინარე არცერთი საფუძველი არ არსებობს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, თუმცა შედეგი მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. მიუხედავად ამისა, პოზიტიური არის ის, რომ გირაოს გადახდის შემთხვევაში გაათავისუფლებენ. გლდანის მერვე დაწესებულებაში იქნებიან და შესახლების პროცედურების პარალელურად გაათავისუფლებენ. გათავისუფლება თანხის გადახდაზეა დამოკიდებული'', - ამბობს ლაშა ცუცქირიძე. 

დავით კურტანიძემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა - "თბილისი მოლთან" დაკავებულ 8 პირს მოსამართლემ აღკვეთი ღონისძიების სახით საპატიმრო გირაო შეუფარდა. 

ბრალდებულები საპატიმრო დაწესებულებას მას შემდეგ დატოვებენ, რაც გირაოს თანხას გადაიხდიან. 

შეგახსენებთ, რომ 8-ვე ბრალდებული 2 თებერვალს, "თბილისი მოლთან" დააკავეს. მათ სისხლის სამართლის ბრალდება წარედგინათ და  სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობას ედავებიან.

სისხლის სამართლის კოდექსით დაკავებულთა შორის არიან:

  • გიგი უგულავა
  • ირაკლი წიგნაძე
  • ირაკლი ტაბატაძე 
  • ნიკოლოზ კუტუბიძე
  • ვასილ ელიავა
  • ნიკოლოზ ქუმსიშვილი
  • ალექსანდრე გოგოლაძე
  • დიმიტრი ბიძინაშვილი