"ამ რეჟიმს ქედს არ მოვუხრი, მისი წესებით არ ვითამაშებ" - BBC მზია ამაღლობელის შესახებ წერს
მოშიმშილე მზია ამაღლობელი ბრიტანული მედიის ყურადღების ცენტრშია - გავლენიანი ბრიტანული გამოცემა BBC "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელის საქმის თაობაზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს.
გამოცემა წერს, რომ გისოსებს მიღმა გამოკეტილი მზია ამაღლობელი უკვე 25-ე დღეა რაც შიმშილობს, თუმცა მიუხედავად ამისა, რეჟიმის წესებით თამაშს მაინც არ აპირებს.
"ამ რეჟიმს ქედს არ მოვუხრი, მისი წესებით არ ვითამაშებ" - პირობას დებს ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, რომელიც 25 დღეა საქართველოს ციხეში შიმშილობს." - ნათქვამია BBC-ის სტატიაში.
ბრიტანული გამოცემა მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ამახვილებს ყურადღებას და წერს, რომ სინდისის პატიმრის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება.
ამასთან, BBC რეჟიმის ტყვისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების ფაქტსაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ "ავტორიტარული ხელისუფლების" მიერ ჟურნალისტის დატუსაღება წინააღმდეგობის მოძრაობის სიმბოლოდ იქცა.
იგი ამ კვირაში საავადმყოფოში გადაიყვანეს სამკურნალოდ. საქართველოს სულ უფრო ავტორიტარული ხელისუფლება ამბობს, რომ მზიამ ჩაიდინა სისხლის სამართლის მძიმე დანაშაული, მაგრამ მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება წინააღმდეგობის მოძრაობის სიმბოლოდ იქცა", - წერია სტატიაში.