გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებასთან ირაკლი ტაბატაძის მეგობრები იკრიბებიან

06.02.25 00:05
გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებასთან ირაკლი ტაბატაძის მეგობრები იკრიბებიან

გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებასთან ირაკლი ტაბატაძის მეგობრები იკრიბებიან - ახალგაზრდები 2 თებერვალს დაკავებული პროევროპულად განწყობილი მოქალაქის გათავისუფლებას ელოდებიან. 

სამართლიან ქვეყანაში მსგავს არაფერს ველოდი. ადამიანი, რომელიც ფაქტებით დგინდება, რომ ტროტუარზე იდგა და არაფერს არ აშავებდა, ადმინისტრაციულზეც არ უნდა ყოფილიყო ლაპარაკი და სისხლზე რომ გადავიდა, აბსოლუტურად უაზრობა იყო, ჩემი აზრით. ამ ქვეყანაში ყველაფერს უნდა ელოდო. დღევანდელ პროცესზე იმასაც ველოდი, რომ 2 დან 20 წლამდე გამოუცხადებდნენ პატიმრობას. ყველაზე ცუდის მოლოდინი იქნებოდა. ეს რაც დადგა იყო ყველაზე მაქსიმუმი, რისი მოლოდინიც შეიძლებოდა გვქონოდა", - ამბობს ოთარ მაჭარაშვილი.

დავით კურტანიძემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა - "თბილისი მოლთან" დაკავებულ 8 პირს მოსამართლემ აღკვეთი ღონისძიების სახით საპატიმრო გირაო შეუფარდა. 

ბრალდებულები საპატიმრო დაწესებულებას მას შემდეგ დატოვებენ, რაც გირაოს თანხას გადაიხდიან. 

  • 5 000-ლარიანი გირაო შემდეგ პირებს შეეფარდათ: გიგი უგულავას, დიმიტრი ბიძინაშვილს, ირაკლი ტაბატაძეს, ირაკლი წიგნაძეს, ალექსანდრე გოგოლაძეს.
  • 4 000-ლარიანი გირაო, მხოლოდ და მხოლოდ, ნიკოლოზ ქუმსიშვილს შეეფარდა.
  • რაც შეეხება 3 500-ლარიან გირაოს, ვასილ ელიავას და ნიკოლოზ კუტუბიძეს შეეფარდათ. 

შეგახსენებთ, რომ 8-ვე ბრალდებული 2 თებერვალს, "თბილისი მოლთან" დააკავეს. მათ სისხლის სამართლის ბრალდება წარედგინათ და  სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობას ედავებიან.

სისხლის სამართლის კოდექსით დაკავებულთა შორის არიან:

  • გიგი უგულავა
  • ირაკლი წიგნაძე
  • ირაკლი ტაბატაძე 
  • ნიკოლოზ კუტუბიძე
  • ვასილ ელიავა
  • ნიკოლოზ ქუმსიშვილი
  • ალექსანდრე გოგოლაძე
  • დიმიტრი ბიძინაშვილი