"უხარისხო კომედია" - სანქცირებულმა მოსამართლე ენუქიძემ, გელა ხასაიას პროცესი გადადო

06.02.25 13:36
"უხარისხო კომედია" - სანქცირებულმა მოსამართლე ენუქიძემ, გელა ხასაიას პროცესი გადადო

"უხარისხო კომედია" - ასე შეაფასა მისი სასამართლო პროცესი გელა ხასაიამ. კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს დღეს სანქცირებული მოსამართლე ნინო ენუქიძე განიხილავდა, რომელმაც პროცესი 21 თებერვალს გადადო.

დღევანდელ პროცესზე დაიკითხა "მოწმე" პოლიციელი, რომელსაც 4 დეკემბერს გელა ხასაიას თქმით, დაკავებაში მონაწილეობას საერთოდ არ იღებდა. პოლიციელი ირწმუნებოდა, რომ დაკავებისას ხასაია იგინებოდა და ილანძღებოდა.

ისეთ სიგიჟეებს ამბობდნენ, რომ მართლა შოკში ვიყავი. ვიღაც დამკავებელი პოლიციელი შემოვიდა, რომელიც პირველად ვნახე. მეუბნებოდა, მე მოგიწოდე, გადასულიყავი უკანო. რომ ვკითხე, სად უკანთქო, იმიტომ, რომ ჩემს უკან ტროტუარი არ იყო, მითხრა არ მახსოვს ზუსტად, მაგრამ უნდა გადასულიყავიო. მსგავს სიგიჟეებს ვუსმენდი, მოსმართლე მას ტკბილი ხმით უსვამდა შეკითხვებს და ადასტურებდა, რომ იყო შსს-ს მხარეს. პროცესი 21-მდე გადაიდო, 21-შიც გაგრძელდება ეს კომედია. ცოტა ხარისხიანი კომედია რომ იყოს, მართლა გამიხარდდებოდა მოსვლა, მაგრამ, ამათ არც იუმორი აქვთ და არც სამართალი", - განაცხადა ხასაიამ. 

შეგახსენებთ, რომ ეს არის საქმე, როდესაც "დროას ოფისში" გომელაურის სამართადალდამცველები შევიდნენ. სწორედ იქ დაადეს ხელბორკილები ნიკა გვარამიას და იქვე დააკავეს გელა ხასაიაც.