მზია ამაღლობელის პალატაში დამოუკიდებელ მედიკოსთა ჯგუფი, სავარაუდოდ, ხვალ შევა

06.02.25 13:55
მზია ამაღლობელის პალატაში დამოუკიდებელ მედიკოსთა ჯგუფი, სავარაუდოდ, ხვალ შევა

მზია ამაღლობელის პალატაში დამოუკიდებელ მედიკოსთა ჯგუფი, სავარაუდოდ, ხვალ შევა. სახალხო დამცველის აპარატის მიერ დაკომპლექტებული ექიმები, სავარაუდოდ, სხვადასხვა მიმართულებით იმუშავებებენ. ეს ინფორმაცია "ვივა მედიდან" ცოტა ხნის წინ უფლებადამცველმა გამოიტანა. 

სწორედ მედიკოსების ვიზიტის შემდეგ უნდა გახდეს ცნობილი, კიდევ რა კვლევები შეიძლება დასჭირდესს სინდისის პატიმარ ჟურნალისტს, რომელიც უკვე 26-ე დღეა შიმშილობს.

სტაბილურად გრძნობს თავს, დადიოდა ჩეულებრივ პალატაში. არის კონდატქური, სხვადასხვა საკითხებზე ვისაუბრეთ. მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, ვინც მის გამო შიმშილობა შეწყვიტა. კლინიკამ მოსთხოვა მას, რომ გარკვეული დრო დაეყო კლინიკაში, რადგან კვლევები ჩატარებულიყო, რაღაც ცვლილელები აღმოჩნდა კვლევებში. ქალბატონი მზია ითხოვს, რომ დატოვოს აღნიშნული კლინიკა, დაბრუნდეს პენიტენციურ დაწესებულებაში და ამბობს, რომ არანაირ შეღავათებს არ ითხოვს. ხვალ შეიძლება შემოვიდეს სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი მედიკოსთა ჯგუფი. გაწერილი ინსტრუცქიით, პენიტენციურისთვის არის წესი, რომ როდესაც პატიმარს სთავაზობენ საჭმელს, იგი თუ უარს აცხადებს, ეს საჭმელი გააქვთ. მე როდესაც შევედი, დამხვდა ეს საჭმელი  მაგიდაზე. შემდგომ მოვუწოდე პანიტენციურის თანამშრომლებს და მათ გვითხრეს, რომ როდესაც სანიტარი შემოვა, ის გაიტანდა და შემდეგ გაიტანა. ეს წესების დარღვევაა და ფსიქოლოგიური ზეწოლის ერთ-ერთ იარაღაც შეიძლება განვიხილოთ", - ამბობს ადვოკატი. 

სამედიცინო დახმარება და კვლევები რეჟიმის პატიმარ ჟურნალისტს გუშინწინ დასჭირდა. ის რუსთავის ციხიდან ჯანმრთელობის მდგომაროების გაუარესების გამო "ვივამდეში" გადაიყვანეს.