პროტესტი შსს-სთან - დაზარალებული მოქალაქეები "დელუქსისა" და "სექტორის" მფლობელების დაკავებას ითხოვენ
შინაგან საქმეთა სამინისტროსთან პროტესტია - მოქალაქეები სამშენებლო კომპანიების: "დელუქსისა" და "სექტორის" დირექტორების და მფლობელების დაკავებას მოითხოვეს.
მათი მტკიცებით, ბინის საფასური სრულად გადაიხადეს, თუმცა ერთი ბინა რამდენჯერმე გაუყიდეს და თაღლითობის გამო უკვე წლებია კუთვნილ უძრავ ქონებას ვერ იღებენ.
დაზარალებულების ინფორმაციით, სამშენებლო კომპანია "დელუქსის" მფლობელები, თორნიკე ზურაბიშვილი და დედამისი, მაია ჯოხაძე საქართველოში იმყოფებიან, თუმცა მობინადრეები ამტკიცებენ, რომ მათ ხელს აფარებენ და თაღლითობის მონაწილეებს არ სჯიან.