სასამართლომ აქტივისტი დავით ჟღენტი 2000 ლარით დააჯარიმა
სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა დავით ჟღენტი, რომელსაც გამოძიება მზია ამაღლობელის მხარდამჭერ აქციაზე პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავება.
45 წლამდე კაცის წინააღმდეგ დღეს ჩვენება მისცეს მოწმე პოლიციელებმა. ადვოკატის თქმით, დაცვის მხარემ სასამართლოს წარუდგინეს ვიდეო-მტკიცებულებები, სადაც ჩანს, რომ ჟღენტი ტროტუარზე დგას და პოლიციელის მოთოვნას ემორჩილება, თუმცა მოსამართლემ ეს გარემოება არ გაითვალისწინა და აქტივისტი დააჯარიმა.
კადრებში ჩანს, როგორ დგას ტროტუარზე და როგორ ემორჩილება პოლიციელების მოთხოვნას, მიუხედავად ამისა, მოსამართლემ გაითვალისწინა მოწმე პოლციიელების ჩვენება და დავით ჟღენტი დააჯარიმა 2000 ლარით. შსს-ს საერთოდ არ ჰქონია მტკიცებულებები, გარდა ამ ორი მოწმე პოლიციელისა", - აცხადებს ადვოკატი.