სასამართლოში idfi-ის აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი კლდიაშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობს
საქალაქო სასამართლოში idfi-ის აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი კლდიაშვილის პროცესი მიმდინარეობს - საქმეს სანქცირებული მოსამართლე ნინო ენუქიძე განიხილავს.
საქმე ეხება 4 იანვარს რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვას, თუმცა ეს არ არის ერთადერთი ეპიზოდი, რასაც შსს გიორგი კლდიაშვილს ედავება. ამავე შინაარსის კიდევ 3 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმე არის სასამართლოში შეტანილი და თითოეული მათგანი 5000 ლარიან ჯარიმას მოიაზრებს.
ადვოკატის თქმით, საქმეში დევს ერთი ვიდეო-ჩანაწერი, რომელიც, სავარაუდოდ, კანონის გვერდის ავლით არის მოპოვებული, რითაც არაფერი დგინდება.
ამ საქმის გარდა კიდევ არის სამი საქმე, რომლების განხილვაც მომდევნო დღეებში გაიმართება და ყველა ეხება რუსთაველის გამზირის გადაკეტვას. ყველა საქმე არის ფაბრიკაცია. ეს არის საზოგადოების დაშინების მცდელობა. ვიდეოში, რომელიც წარმოდგენილი აქვთ, ჩანს საკმარისი რაოდენობის ხალხი, რომლებიც ჩვეულებრივად გადაადგილდებიან", - ამბობს კლდიაშვილი.