პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს 4 წევრი დაამტკიცა

06.02.25 16:45
პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს 4 წევრი დაამტკიცა

პარლამენტმა, ხმათა უმრავლესობით, ეროვნული ბანკის საბჭოს ოთხი წევრი დაამტკიცა.

მიხეილ ყაველაშვილმა ეროვნული ბანკის საბჭოს ოთხ ვაკანტურ თანამდებობაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი ოთარ შამუგია, ეროვნული ბანკის აღმასრულებელი დირექტორი ვახტანგ ბურკიაშვილი, ნინო ჯელაძე და ლევან ძნელაძე წარადგინა.

ოთხივე კანდიდატურა უმრავლესობის მხარდაჭერით ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი გახდა.