სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები ევროპელ დიპლომატებს შეხვდნენ - რაზე ისაუბრეს მხარეებმა

06.02.25 17:09
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები ევროპელ დიპლომატებს შეხვდნენ - რაზე ისაუბრეს მხარეებმა

სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები ევროპელ დიპლომატებს შეხვდნენ - უკანონოდ დაპატიმრებული აქტივისტების ნათესავები პოლონეთის საელჩოში საერთო გზავნილით მივიდნენ. 

შეხვედრაზე, რომელიც დაახლოებით 3 საათი გაგრძელდა და რომელსაც გერმანიის, დანიის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და სხვა წევრი სახელმწიფოების დიპლომატები ესწრებოდნენ, იმსჯელეს, თუ კონკრეტულად რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რათა ივანიშვილის რეჟიმი აიძულონ, პოლიტიკური პატიმრები გაათავისუფლონ. 

დახურულ კარს მიღმა აუდიენციის დასრულების შემდეგ, რეჟიმის ტყვეების ოჯახის წევრებმა "პირველებთან" განაცხადეს, რომ დიპლომატების ცნობით, "ქართული ოცნების" წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესებაზე EU-ში ყოველდღიურად მუშაობენ.

იტალიის ელჩს შეხვედრაზე მძიმე კრიტიკის მოსმენა მოუწია, რადგან ვიცით, როგორ ჩაიარა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის და მისმა შეხვედრამ. გვითხრეს, რომ სანქციები დროში ცოტა გაიწელება, მაგრამ მუშაობენ ყოველდღიურად. გადასცემენ ინფორმაციას თავის ზემდგომებს, რათა მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები ე.წ. ხელისუფლების წინააღმდეგ", - ამბობს სინდისის პატიმრის ოჯახის წევრი.

EU-ს წევრი სახელმწიფოების ელჩებთან შეხვედრის კიდევ ერთი მიზანი საქართველოში არსებული სიტუაციის უკეთესად გაცნობა იყო. დაკავებული საბა სხვიტარიძის დედა, ნინო ახობაძე ამბობს, რომ დიპლომატები კვლავ შეიმუშავებენ დამატებით გზებს, რომლითაც პოლიტიკური კრიზისის დაძლევას ხელს შეუწყობენ. 

ძირითადად, ლაპარაკი სანქციების გაძლიერებაზე იყო. კიდევ შევიმუშავეთ გზებს, რომლითაც სიტუაციას მივუდგებითო. არის დამატებითი გზები, რომელსაც განვიხილავთო", - ამბობს საბა სხვიტარიძის დედა, ახობაძე ნინო.