საბოლოო ვერდიქტის მოლოდინში - გირაოთი გათავისუფლებული რეჟიმის მძევლების ისტორიები
რეჟიმის მძევლები - გირაოთი გათავისუფლებულები სასამართლოს საბოლოო ვერდიქტის მოლოდინში. სისხლის სამართლის დამნაშავეებად გამოცხადებული სინდისის პატიმრები "პირველებთან" დეტალურად იხსენებენ, რა ვითარებაში დააკავეს. იქ სადაც გზის გადაკეტვის ფაქტი არ ყოფილა, რვავე ბრალდებულს მაგისტრალის ბლოკირებას აბრალებენ.
არადა დაკავებულები ამტკიცებენ, რომ არც ერთი მათგანი დაპატიმრების დროს გზაზე საერთოდ არ ყოფილა. არსებობს ამის დამადასტურებელი კადრებიც, თუმცა რეჟიმისთვის მტკიცებულებებს მნიშვნელობა არ აქვს, რადგან დაკავებულების თქმით, გომელაურის რაზმის თანამშრომლებს წინასწარ ქონდათ განსაზღვრული ვინ უნდა დაეკავებინათ.
მაგალითად, დიმა ბიძინაშვილი "პირველებთან" ამბობს, რომ დაკავების წინ მან პოლიციის მაღალჩინოსანმა, გოგა მემანიშვილმა სახელით დაუძახა, ამის შემდეგ კი გდდ-ს თანამშრომლებმა მისი იდენტიფიცირება მოახდინეს და დააკავეს.
ივანიშვილის ტყვეთა მარაგი 8 კაცით შემცირდა, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ბრალდებულების საპატიმრო გირაოთი გათავისუფლებით ეს საქმე დასრულდა, თუმცა ბრალის მიუხედავად ციხიდან თავისუფლებაზე გამოსული აქტივისტები ბრძოლის გაგრძელებასს აანონსებენ.
დეტალები ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟი.