აქტივისტების დასჯის სპეცოპერაცია - რეჟიმი სინდისის პატიმრის დედას ასამართლებს
სინდისის პატიმრის დედას ასამართლებენ - თორნიკე გოშაძის მშობელს გზის გადაკეტვას ედავებიან. რეჟიმმა მარიზი კობახიძე 23 დეკემბერს რუსთაველზე დგომის და საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო სასამართლოში დაიბარა. ქალი, ვინც ყოველდღიურად შვილის უკანონო ტყვეობას აპროტესტებს და რეჟიმის ცვლილებას ითხოვს, ახლა თავად წარდგება იმ სასამართლოს წინაშე, რომელმაც მისი 24 წლის შვილი პატიმრობაში გაუშვა.
საქალაქო სასამართლო ყოველ დღე აქტივისტებით არის გადავსებული, რომლებიც მოსამართლის ვერდიქტს ადმინისტრაციულ საქმეებზე ელოდებიან.
სასამართლოში იბარებენ ყველას და აჯარიმებენ. უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, იღებდნენ თუ არა მონაწილეობას გზის გადაკეტვაში, ან გადაიკეტა თუ არა საერთოდ გზა. არც მტკიცებულებები აქვთ და არც მოწმეები ყავთ. აქტივისტების თქმით, ეს ხდება იმისთვის, რომ ხალხი დააშინონ და სახლებიდან აღარ გამოვიდნენ.
დეტალები ნახეთ, ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.