ერთპარტიულმა პარლამენტმა "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში ცვლილებების თაობაზე კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო

06.02.25 19:30
ერთპარტიულმა პარლამენტმა "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში ცვლილებების თაობაზე კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო

არალეგიტიმურმა პარლამენტმა "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში ცვლილებების თაობაზე კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. 

  • საკითხი პლენარულ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის არალეგიტიმურმა თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ წარადგინა.

ცვილებების მიხედვით, საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან და მის მოადგილესთან იდება ადმინისტრაციული ხელშეკრულება (კანონის მე-3, 78-ე მუხლები);

ამასთან, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის და მისი მოადგილის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, მუნიციპალიტეტის მერის და შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადით. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, მუნიციპალიტეტის მერის და შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტა ავტომატურად იწვევს პირველადი სტრუქტურული ერთეულის და მისი მოადგილის უფლებამოსილების შეწყვეტას (კანონის 82 (2) პუნქტი, 82 (1) „დ“ ქვეპუნქტი).

მსგავსი სიახლეები