"დიქტატორის" ხსენების გამო სასამართლო დარბაზიდან გაძევებული სინდისის პატიმარი და სანქცირებული მოსამართლე რეჟიმის სამსახურში
"დიქტატორის" ხსენება დასჯადია. სწორედ ამ სიტყვის გამო სასამართლო დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს სინდისის პატიმარი, რომელსაც გომელაურის რაზმი ცოცხლად დამარხვით ემუქრებოდა. სანქცირებულმა მოსამართლემ ბრალდებულს სიტყვა მას შემდეგ შეაწყვეტინა, რაც რევაზ კიკნაძემ წიგნ „ვაცის ნადიმში" მოყვანილი ფრაზებით დაიწყო საუბარი. ლელა ცაგარეიშვილმა ბადრაგს მიუთითა, რომ სასწრაფოდ გაეყვანათ პროცესიდან.
თუმცა ვიდრე იძულებით გაიყვანდნენ, რევაზ კიკნაძემ სათქმელის თქმა მოასწრო. ირკვევა რომ მსჯავრდებულს ლიოსას "ვაცის ნადიმის" პროცესზე შეტანის უფლება არ მისცეს. მონობას არასდროს ერქმევა მშვიდობა, ცეცხლი ოლიგარქიას - ამ სიტყვების სკანდირებით დატოვა რეჟიმის პატიმარმა დარბაზი.
დეტალები ნახეთ, ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.