რა გავლენა მოახდინა პოლიტიკურმა კრიზისმა ქვეყნის ეკონომიკაზე

06.02.25 20:24
 რა გავლენა მოახდინა პოლიტიკურმა კრიზისმა ქვეყნის ეკონომიკაზე

პოლიტიკური კრიზისი, რომელსაც ოცნება არ იმჩნევს, პირდაპირ საქართველოს მოქალაქეების ჯიბეებს არტყამს. უმძიმესი მოვლენების დროს ხალხმა 2 მილიარდამდე დეპოზიტი ლარიდან დოლარში გადაიტანა. ასეთი რამ მაშინ ხდება, როცა კრიზისია, ხალხს კი ურჩევნია დანაზოგები უფრო სანდო ვალუტაში შეინახოს.

და ეს ყველაფერი არ არის.  ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპი ცხრიდან ექვს პროცენტამდე დაეცა. ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები 560 მილიონი დოლარით შემცირდა. საინვესტიციო გარემო კი გაუარესდა. პოლიტიკურმა კრიზისმა ქვეყანა ეკონომიკური კოლაფსის ზღვარზე დააყენა.

კვლევა, სადაც ციფრებშია ასახული პოლტიკური კრიზისი შედეგი, "საერთაშორისი გამჭვირვალობა საქართველომ" გამოაქვეყნა.

 რა გავლენა მოახდინა პოლიტიკურმა კრიზისმა ქვეყანაზე - ნახეთ, ანა მდივანის რეპორტაჟში.