გაფიცული სტუდენტების განეიტრალების პროცესი - ოლიგარქის პოლიციამ ახალგაზრდები სტენსილების გამო დააკავა

06.02.25 20:46
გაფიცული სტუდენტების განეიტრალების პროცესი - ოლიგარქის პოლიციამ ახალგაზრდები სტენსილების გამო დააკავა

გაფიცული სტუდენტების განეიტრალების პროცესი - ოლიგარქის პოლიციამ ახალგაზრდები სტენსილების გამო დააკავა. ირკვევა, რომ  პოლიციის ყურადღება მიწისქვეშა გადასასვლელის კედელზე გაკეთებულმა რეჟიმის საწინააღმდეგო წარწერებმა ,,დაასრულე ივანიშვილის რეჟიმი" მიიქცია და სწორედ ამის გამო დაადეს აჩი გოჩიტაშვილს, ლუკა ხიზაძეს და გიორგი ბარბაქაძეს ხელბორკილები.

რეპრესიებმა სტუდენტების წინააღმდეგ თსუ-ში პროტესტის ახალი ტალღა გააჩინა. "დაასრულე მილიცია, დაასრულე რეჟიმი" - ამ შინაარსის ბანერი ჩამოკიდეს ახალგაზრდებმა პირველი კორპუსის  ღობეზე.  სტუდენტები, რომლებიც ოლიგარქს მიზანში ჰყავს ამოღებული, ამბობენ, რომ ოცნება ავტორიტრულ რეჟიმად იქცა.

დეტალები ნახეთ, სოფო ნიაურის რეპორტაჟში. 

 

მსგავსი სიახლეები